RSS 2024-04-19, 5:21 PM

მთავარი » ფაილები » მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები » მეცნიერება და ტექნიკა

V-22 Osprey
  2011-04-24, 2:04 PM

Bell-Boeing V-22 Osprey არის ამერიკული მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავი.

თავსებადი როგორც ვერტიკალურ აფრენასა და დაჯდომასთან (VTOL), ასევე მოკლე გარბენით აფერენასა და დაჯდომასთან (STOL). იგი შექმნილია ჩვეულებრივი შვეულმფრენის ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და ტურბოძრავიანი თვითმფრინავის ფართო დიაპაზონის, კრეისერული მაღალი სიჩქარის გასაერთიანებლად.
V-22 Osprey-ის გააჩნია ორი მძლავრი ძრავა სამბოლოიანი მოზრდილი პროპელებით, განლაგებული ჰორიზონტალურად ფრთების ბოლოებზე. ძრავები მოძრავია და შეუძლია მიიღოს ან ვერტიკალური, ან წინ მიმართული მდგომარეობა, ხოლო ფრთები და პროპელები "იკეცება" თვითმფრინავის გასწვრივ, რათა ნაკლები ადგილი დაიკავოს არამუშა მდგომარეობაში.
V-22 წარმოიშვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 1981 წელს დაწყებული JVX (Joint-service Vertical take-off/landing Experimental) პროგრამიდან. Bell Helicopter და Boeing Helicopters ჯგუფებმა მიიღეს საწარმოო კონტრაქტი 1983 წელს. ბელისა და ბოინგის ჯგუფები ერთობრივად აწარმოებდნენ თვითმფრინავს.[4] V-22-მა პირველი გაფრენა 1989 წელს განახორციელა და დაიწყო ტესტირებისა და ალტერნატიული დიზაინის ძიების ხანგრძლივი პროცესი; სამხედრო სამსახურისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი tiltrotor ტიპის თვითმფრინავის აგებასთან დაკავშირებული კომპლექსურობისა და სირთულეების გადაწყვეტას წლები დასჭირდა.

 აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა პილოტების წვრთნა Osprey-სთვის 2000 წელს დაიწყო, ხოლო თვითმფრინავები 2007 წელს მიიღო. V-22 ავსებს და ფაქტიურად ჩაანაცვლებს CH-46 Sea Knight შვეულმფრენს. Osprey-ის მეორე ოპერატორმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიიღო თვითმფრინავის მათი ვერსიები 2009 წელს. მას მერე, რაც V-22 Osprey ჩადგა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების სამსახურში, გამოყენებული იქნა იგი სამხედრო ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში.

  დაამატა: leo1353   

ნანახია: 1535 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 2
0  
2 tazo   (2011-04-25 6:57 PM) [Entry]
nodo tazo var iswavle.tk s admini chemi skypea: www.iswavle.tk an mavne mavne121 ragac saqme maqvs da ro naxav damamate da momwere