RSS 2024-03-29, 11:14 AM

მთავარი » ფაილები » სხვა და სხვა » სხვა და სხვა

სხვა და სხვა რჩევები დამწყებებს!
  2012-03-27, 10:13 AM

 

ამ პოსტში არის რჩევები რომლებიც ყველა დამწყებს გამოადგება, მე ამ რჩევებით ავაგე ჩემი ჰობი... მაშ დავიწყოთ:

1)იცოდით თუ არა რომ მატორს ეძახიან ელ მატორს (ელ ძრავას) ხოლო ძრავას ეძახიან (ბენზო ძრავას ან შიგა წვის ძრავს)

2)თავიდან მეტალის კორპუსები არ გააკეთოთ, რადგან ძალიან მძიმეა, და მაგას მარტო ბენზინის ძრავა თუ გამოგადგებათ ასეთ მოდელბში, სამწუხაროდ ეს ძრავები არ იშოვება საქართველოში. თუმცა ნელ ნელა ჩნდება რაღაც წყაროებზე დაყრდნობით თბილიში იშოვება. ნუ მოკლედ თავიდან დაიწყეთ ფურცელზე, კარდონზე, პენოპლასტზე და შეილება პლასტმასზეც...

3)თუ ხართ მანქნებზე შეყვარებულები, უნდა გააკეთოთ ჯერ მუყაოსგან, და შემდეგ პლასტმასის ნატეხებიდან გამოჭრათ ის პატარ პატარა ნაწილები თუ "შიტოკები" მანქნისთვის და მიაწებოთ. მეტალის მანქანა მძიმე იქნება, ბევრი ფიქრობს რატომ უნდა გავაკეთო ფურცლისგან? მეც ვეტყვი რომ ნამდვილი მანქნის მოდელები სუფთა მეტალი არ არის, მაგას აქვს გარედან წებო გადასხმული, და მერე ძაან სქელი კრასკა, ესარი და ეს, უბრალოდ საღებავს ასხამენ რომ ის მახინჯი ადგილები დაფაროს, ან შეგიძლიათ გაჯი შეასხათ და ეგარი. (გაჯზე არ მიხუმრია ნამდვილად ეგრეა)

4) რაც შეეხება თვითმფრინავებს, ის უნდა იყოს პენოპლასტის, ხის და კარდონის, თუ მოდელს ელ ძრავისას აკეთებთ მაქიმუმ მისი მასა იქნება 1 კილოგრამი (ელ ძრავაზეა დამოკიდებული შეილება 2 კილოგრამიანიც გააკეთოთ მაგრამ დამწყებისთვის მაინც 1 კგ ჯობს.), მაგრამ ჩვეულებრივ უნდა გქონდეთ ასე 600-900 გრამის.

5)ეცადეთ ბატარეა იყოს ტელეფონის რაგდან მისი დატენვა შეიძლება, ეფექტურიცაა და ძალიან მსუბუქი. (ორი ბატარეის შეერთებისას, +-ი +-ზე და -, - ზე მიიღებთ უბრალოდ უფრო გამძლე ბატარეას)
 
6)გემების აწყობისას გირჩევთ მატორებს (და არა შიგა წვის ძრავებს), და ხეს, ნუ გარედან შეიძელბა ძალიან თხელი მეტალით დაფაროთ ან სქელი საღებავით. (სილამაზითვის)

7)ვერტმფრენზეც რა მოგასნეოთ სამწუხაროდ არც ვიცი კარგად ვერტმფრენებზე, მაგრამ უმეტეესობა მას პლასტმასისგან აკეთებს. (ან პენოპლასტის დიდი ნაჭრებისგან)

8)არ შეიძლება რომ მანქანის მატორი გაუკეთოთ თვითმფრინავს ან პირიქით, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, ვერტმფრენის მატორი მანქნას რომ დაუყენოთ ვერ გაქაჩავს, ხოლო პირიქით რომ იყოს, თვითმფრინავს ექნება პროპელერის ნელი სისწრაფე ბრუნვის, მაგრამ მძლავრი. საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით ამას და არ გირჩევთ... 

9)და ბოლოს ნუ გგონიათ რომ თვითმფრინავის აგება ნახაზის გარეშეც შეიძლება, როცა იქ სისწრაფეს ეხება ბოლო მილიმეტრამდე სიზუსტე არის საჭირო, თქვენ ხომ არ გინდათ მთელი ნაშრომი, ამდენი ფული და ულამაზესი ჩიტი მოკლათ :D ?

  დაამატა: iurchika   

ნანახია: 2424 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 181 2 »
0  
18 giogi   (2013-02-06 9:47 PM) [Entry]
5 რც მანქანა მყავს აწყობილი პირველი 7 წლისამ ავაწყე