RSS 2024-04-23, 4:50 PM

მთავარი » ფაილები » ავტო მოდელები » სურათები

mustang
  2010-03-13, 6:01 PM

60 იანების დასაწყისში კომპანია "ფორდი” დიდი კრახის წინაშე იდგა. გაყიდვების მთავარმა მენეჯერმა ლი იაკოკამ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და სათავგადასავლო რომანებისთვის დამახასიათებელი ავანტიურული სვლა გააკეთა. ახალი ავტომობილის შესაქმნელად კომპანიამ მას მხოლოდ 21 თვე და საკმაოდ ცოტა ფინანსები გამოუყო.   არადა, ამ დროისთვის ახალი მანქანის დიზაინ-კონცეპტიც კი არ არსებობდა. "ფორდში” დიზაინერებს შორის სასწრაფოდ კონკურსი გამართეს და შედეგად, ველური კატის იდეამ გაიმარჯვა. კომპანიის ხელმძღვანელს ჰენრი ფორდს კი სულ სხვა რჩეული ჰყავდა, მას თავში იტალიური სპორტკარები უტრიალებდა.
ბოლოს კი, როგორც დღეს ამბობენ, იტალიელი ქალის და ველური კატის ნაშიერი დაიბადა. ეს "მუსტანგი” იყო. უკვე 1964 წლისთვის მასზე მოთხოვნილებამ პროგნოზებს ხუთჯერ გადააჭარბა. ორ წელიწადში "მუსტანგმა” 1,1 მილიარდი სუფთა შემოსავალი მოიტანა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ არარეალურ დროში შექმნილ ავტომობილს საწარმო დეფექტი საერთოდ არ ჰქონდა. ამერიკელებმა "მუსტანგებს” "ტორნადოსავით” გადაუარეს, მისი გამოსახულებიანი მაისურები და ბრელოკებიც კი დაიტაცეს და ამ ავტომობილის კულტი შექმნეს.
წელიწადში დაღუპვის პირას მყოფი "კრაისლერიც” გააცოცხლა და ხელოვან-ბიზნესმენის სინონიმად იქცა. მალე "მუსტანგმა” ოკეანეც გადალახა და ევროპა დაიპყრო. ამერიკამ ამ ავტომობილით ევროპას თითქოს ქალური და მამაკაცური საწყისის, როკ-ენ-როლის და თავისუფალი სიყვარულის სიტკბო უწილადა. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ კლოდ ლელუშის ლეგენდარულ ფრანგულ ფილმს "ქალი და მამაკაცი” სწორედ "მუსტანგის” გამოჩენა მიყვება ლაიტმოტივად. MUSTANG OFICIAL WEB SITE LINK

  დაამატა: toka   

ნანახია: 2757 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 3
0  
3 Knight Rider KItt JKD   (2011-03-17 4:42 PM) [Entry]
მუსტანგს ვერცეთი მანქანა ვერ შეედრება