RSS 2024-04-26, 5:04 PM

მთავარი » ფაილები » სხვა და სხვა » სხვა და სხვა

honda robot asimo
  2010-03-12, 9:25 PM

იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე , რომ არის ეს ყველასთვის ცნობილია. სწორედ იაპონიაში 80 – იანი წლებიდან კორპორაცია «Honda Research Institute Japan» ცდილობს შექმნას რობოტი ადამიანი , მსგავსად ადამიანისა მასაც , რომ შეეძლოს სიარული , სირბილი და უფრო მეტიც – დამოუკიდებლად აზროვნება. ეს უკანასკნელი იაპონელი მეცნიერებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესია , რათა ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინონ მთელ მსოფლიოში. აი უკვე რამოდენიმე წელია «Honda Research Institute Japan» -ის ლაბორატორიბში მიმდინარეობს თავდაუზოგავი მუშაობა და სატესტო გამოცდა რობოტ Asimo – ზე. რობოტი Asimo 2000 წელს შეიქმნა და პირველად იაპონელმა საზოგადოებამ გაიცნო იაპონელი რობოტი. სახელი Asimo ინგლისური წინადადების აბრევიატურაა «Advanced Step in Innovative Mobility» , რაც ქართულად ნიშნავს – ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიურ სამყაროში. პირველი სერიის რობოტები მოძრაობდნენ შედარებით ნელა 1,6 კმ /საათში. შეეძლოთ ერთეული ფრაზების თქმა და ესმოდათ დაპროგრამებული სიტყვები.

2002 წლის თებერვალში ნიუიორკის ბირჟაზე სასაქონლო ვაჭრობა გახსნა Asimo რობოტმა. 2003 წელს კი რობოტი Asimo ნიუიორკის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ეპატიჟებოდა კლიენტებს საყიდლებზე. ამავე წელს პოლიტიკაშიც მოხვდა Asimo . იმდროინდელი პრემიერ მინისტრი ჯუიცუმუ კოიძუმი ვიზიტად მიემგზავრებოდა ჩეხეთში , სწორედ Asimo – მ გააცილა პრემიერი. ხოლო 2004 წელს შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს – ნურსულთან ნაზარბაევს და დანიის დედოფალ – მარგარეტ II- ს

2004 წლის ბოლოსთვის რობოტის განახლებული ვერსია გამოვიდა. რობიტი გადაადგილდებოდა 3 კმ/საათში , შეეძლო ხელი ჩამოერთმია ადამიანისთვის , ისწავლა საცეკვაო ილეთები და გაიუმჯობესა სამეტყველო ლექსიკა.

2006 წლის ზაფხულში Asimo – ზე მუშაობა დაიწყეს კომპანია HONDA-ს ყველა ოფისში . ამ წლის ვერსიებში Asimo - ს რობოტი უფრო მრავალფუნქციური გახდა. შეეძლო ადამიანისთვის სასმელი მეირთმია ლანგრით , ეპასუხა ტელეფონზე , გამოეცნო ადამიანის სახე და უფრო მეტიც შეეძლო კიბეზე ასვლა , ბალახზე სიარული და ხელჩაკიდებული სეირნობა ადამიანთან ერთად. რობოტის სიმაღლეც გაიზარდა 130 სმ -დე და წონა 54 კგ-მდე. სარულის სიჩქრემ იმატა 6 კმ/საათში.

ამ პერიოდიდან კომპანია HONDA ადასტურებს , რომ რობოტი მზადაა შეასრულოს მოახლის ან გიდი – ინფორმატორის მოვალეობა. რობოტის პრეზენტაციაზე Asimo – მ გააკეთა ყველა ის დავალება რაც შეეძლო მაგალითად : ყავის ლანგრით მირთმევა და მაგიდაზე დადება , ცეკვა , სირბილი , ხელის ჩამორთმევა , ლაპარაკი და სხვა. ჯერჯერობით HONDA ეტაპობრივად კიდევ ავითარებს რობოტის შესაძლებლობებს. ანალოგიური რობოტი შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა თუ კი მზად იქნება გადაიხადოს მასში 175 ათასი დოლარი წელიწადში . მართალია რობოტს ჯერ არ შეუძლია მთლიანად ჩაენაცვლოს ადამიანს , ამიტომ უახლოეს მომავალში იგი ვერ შეცვლის ადამიანს ამ სამსახურში. თუმცა რობოტის შემქმნელები ამბობენ , რომ იგი არ არის შექმნილი ამ დანიშნულებით , ამ რობოტის შექმნისას გამოყენებული ტექნოლოგიები დაეხმარება ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციებში კოსმოსურ გამოკვლევებში საძიებო და სახიფათო სამუშაოებში და ა.შ.

შემოსავალით რომელიც შეუძლია მისცეს Asimo – მ კორპორაცია HONDA – ს დაგეგმილია შემდგომში ტექნოლოგიების დახვეწა და განვითარება . გარდა ამისა კომპანია HONDA - მ დაამთავრა 6 ადგილიან თვითფრინავის პროექტირება , რომლიც კომპანიის სიამაყედ ითვლება.

  დაამატა: toka   

ნანახია: 1125 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 1
0  
1 mari   (2010-03-13 8:22 PM) [Entry]
mec minda es roboti 12 12 12 12 13 13 13 13 13