RSS 2024-03-28, 11:07 PM

მთავარი » ფაილები » მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები » მეცნიერება და ტექნიკა

ქარის პორტატული ელექტროსადგური
  2011-01-27, 9:12 PM

ინტერნეტი გადავსებულია ენერგიის განახლებადი წყაროებით და მათი კონცეფციებით და აი წავაწყდი ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო მოწყობილობას, ქარის პორტატული გენერატორი Eolice. ის განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის, სადაც საერთოდ არ არის ელექტროდენი, ან თუ არის მიეწოდება არასტაბილურად. თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ალტერნატიული ენერგიის წყაროდ იქ, სადაც ელექტრობა პრობლემას არ წარმოადგენს. ვნახოთ მოწყობილობის აღწერა და რამოდენიმე ფოროგრაფია მთავარი პირობა ქარია – ქარის მიმართულება და სიჩქარე შეიძლება უახლოეს მეტეოროლოგიურ სადგურში შევიტყოთ ან ვისარგებლოთ შესაბამისი ფუნქციებით მოწყობილობაზე. გენერატორის კორპუსი დამზადებული იქნება ნაშირბადის ბოჭკოებისაგან, ასევე კონსტრუქციაში შედის ალუმინის დეტალებიც. მოწყობილობის სიმაღლე შეიძლება ვცვალოთ ტელესკოპის პრინციპით. და რა თქმა უნდა, ეს გენერატორი შეიძლება დავკეცოთ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისათვის. საბოლოოდ საინტერესო იდეაა, ზომები და კონფიგურაცია არ არის მითითებული პირველწყაროში.

 

წყარო:უცნაური

  დაამატა: stalemate3   

ნანახია: 1705 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 1
0  
1 nodo   (2011-01-28 6:08 PM) [Entry]
მაგარია stalemate3 ახლა დროებით შეისვენე მეცნიერება და ტექნიკიდან და სეეცადე რც ზე მოძებნო :) მაგარი ხარ დროებიტ აღარ დაიდება მსგავსი პოსტები :) ჰო მიხვდი რატომაც რომ საიტი მტლიანად არ გადაერთოს მეცნიერება და ტექნიკაზე papa