RSS 2024-03-28, 7:09 PM

მთავარი » ფაილები » მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები » მეცნიერება და ტექნიკა

კანადური თვითმფრინავი ადამიანის კუნთის ძალით დაფრინავს
  2011-03-08, 6:15 PM

ტორონტოს უნივერსიტეტის კანადური აეროკოსმოსური ინსტიტუტის სტუდენტებმა, პუატიეს (საფრანგეთი) და დელფტას (ჰოლანდია) უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, უცნაური საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ადამიანის კუნთის ძალის საშუალებით დაფრინავს. ამ საინტერესო პროექტის ავტორებმა, თავიანთ ნახელავს ”სნოუბირდი” უწოდეს.

აგვისტოში ამ უცნაურმა აპარატმა პირველი საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა. მის შტურვალს კი პროექტის კოორდინატორი ტოდ რაიხერტი მართავდა. საცდელი ფრენა საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის წარმომადგენლის თანდასწრებით შესრულდა. ”სნოუბირდმა” სტარტი ავტომობილის დახმარებით, ბუქსირით აიღო, სასურველი სიჩქარის მიღწევის შემდეგ კი გამწევი ღვედი ავტომატურად ჩაიხსნა და აპარატმა მოძრაობა ინერციით განაგრძო.

მიწის ზედაპირისგან მოცილებასა და დაჯდომას შორის, სულ 19.3 წამი გავიდა და ამ დროში ”სნოუბირდმა” 145 მეტრის სიშორეზე იფრინა. ფრენის დროს, საშუალო სიჩქარემ 25.6 კმ/სთ შეადგინა. კანადურ უნივერსიტეტს ამ მიღწევის ოფიციალურად დაფიქსირება სურს, რისთვისაც, საერთაშორისო საავიაციო ფედერაციაში შესაბამის განაცხადს წარადგენს. მოსალოდნელია, რომ რეკორდი ოფიციალურ აღიარებას მიიღებს.

”ჩვენი ”სნოუბირდი” ადამიანის საუკუნოვანი ოცნების რეალიზაციაა. უახლესი ისტორიის განმავლობაში, უამრავ ადამიანს სურდა საკუთარი სხეულის ძალით ფრენა, მაგრამ მიზანი ყოველთვის მიუღწეველი რჩებოდა. ჩვენ ოცნებას მივაღწიეთ და ამ მხრივ, მსოფლიოში პირველები ვართ, რითაც ძალიან ვამაყობთ”, - განაცხადა რაიხერტმა.

მართალია, ”სნოუბირდი” ნაწილობრივ იმ ავტომობილის ძალას იყენებს, რომლის წყალობითაც, სასტარტო სიჩქარეს იღებს, მაგრამ აპარატს შემდგომ ფრენაში და ჰაერში წონასწორობის შენარჩუნებაში, ფრთების უნიკალური კონსტრუქცია ეხმარება, რომელიც აფრენისა და დაშვებისას დახრის კუთხეს იცვლის და სტაბილურ, გაწონასწორებულ ფრენას უზრუნველყოფს.

”სნოუბირდი” ძალიან მსუბუქია - მხოლოდ 42 კილოგრამს იწონის. არადა, ფრთის გაშლა თითქმის ”ბოინგ 737-ის” ზომის აქვს - 32 მეტრი. იმისათვის, რომ ცელოფნით გარშემორტყმულ ვიწრო კოკპიტში ჩატეულიყო, რაიხერტს თითქმის 8 კილოგრამის დაკლება დასჭირდა.

  დაამატა: nodo   

ნანახია: 1454 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 0
პროფილი

Www.HobbyModel.Tk

    გამარჯობა!!!   
     
 დარეგისტრირდით!ან გაიარეთ ავტორიზაცია!

სახელი
პაროლი:

მენიუ

კატეგორიები
მეცნიერება და ტექნიკა

გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი :))
სულ პასუხი: 676

საუკეთესო პოსტები
გემის მოდელი (ნახაზი+ახსნა+სურათები+ვიდეო) (11414)
Red Bull Soap Box (9054)
mercedes benz (8059)
პენოპლასტის ავია მოდელი (გაკვეთილი) (6714)
ორიგამის შესანიშნავი ვიდეოები (ვისწავლოთ ორიგამის ხელოვნება) (5782)
გავიხსენოთ ბავშვობა :) (4697)
უბრალო სათამაშოსაგან Rc Off-road car (4674)
პენოპლასტის Rc თვითმფრინავი დამწყებთათვის (4334)
წყლის რაკეტა (4238)
გემი ბოთლში (3762)

სიახლე ფორუმზე
  • გამართულია კი საიტი? (5)

  • ჩვენი ქმინილებანი :) (3)

  • ჩემი საყვარელი ჰობი :) (8)

  • ნებისმიერი თემა რაც გინდათ! (16)

  • WwW.HobbyModel.Tk-ს შესახებ! (0)


  • დაგჭირდება!

    ავტორები


    nodo
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 270
    კომენტარი:301


    toka
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 39
    კომენტარი:33


    giorgi1997
    ჯგუფი: მეგობარი
    პოსტი: 23
    კომენტარი:147


    iurchika
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 17
    კომენტარი:26


    stalemate3
    ჯგუფი: მომხმარებელი
    პოსტი: 8
    კომენტარი:25