მალე ეროვნული გამოცებია რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ყოველი მიღებული ქულა დამოკიდებულია ჩვენს მომავალზე, საიტიდან გამომდინარე ბევრს ვისაც უყვარს ავიაცია და სსურს საკუთარი ცხოვრება რაიმეთი დააკავშიროს მას, მათთვის ვწერ ამ პოსტს.. სადაც არის მცირე მიმოხილვა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის შესახებ. კერძოდ კი მის საიჟინრო ფაკუტელთთან დაკავშირებით.
სანამ დავიწყებდე საუბარს ვიტყვი რომ ეს უნივერსიტეტი აკრედიტირებულია, ჩარიცხვამდე ნებისმიერ კლინიკაში უნდა აიღოთ ცნობა 100/ა. ბაკალავრიატის სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი, ფასი კი 2250 ლ. მაგისტრატურა კი 2 წლიანია და ფასიც იგივეა.
ასევე არის დოქტორანტურა რომლის სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელი, და დოქტორანტურის დამთავრების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ პილოტიც იყოთ..
უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამებიც, ასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში გააგრძელოთ სწავლა უცხო ქვეყანაში.
აი ის უნივერსიტეტები რომლებთანაც ხდება გაცვლითი პროგრამები:
ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი(პოლონეთი)
www.pw.edu.pl
ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
www.bme.hu
ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (ირლანდია)
www.dit.ie
ნანტის სკოლა (საფრანგეთი)
ბასკეთის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
www.ehu.es
საუთჰემპტონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
www.southampton.ac.uk
ტრენტოს უნივერსიტეტი (იტალია)
www.unitn.it
საკმაოდ პერსპექტიულია უცხოეთში დასაქმების შემთხვევაშიც სსუ-ს დიპლომი, რადგანაც ბევრია ამ დიპლომით წასული საზღვარგარეთ და მუშაობენ სხვა და სხვა კომპანიებში.
ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ კარგი და მეგობრული ატმოსფეროა, დასაქამების სფეროც მრავალმხრივია, რადგანაც თქვენ იქ გასწავლიან როგორც ინფორმატიკას ასევე ინჟინერიას, შეგიძლიათ იმუშაოთ ამ ადგილებში:
- საავიაციო ქარხანა „თბილავიამშენი“
- სასწავლო ცენტრები და სხვა.
P.S. დაიწყო ღია კარის დღეების რეგისტრაცია, აი რეგისტრაციის ფორმა ამ ლინკზე. https://docs.google.com/forms/d/1WOZTYlD_ykqUYVzOsVv8iQS9F7Br62oCXsdmFUbKDig/viewform
|