RSS 2024-03-28, 12:10 PM

მთავარი » ფაილები » სხვა და სხვა » სხვა და სხვა

გახდი ავიატორი
  2010-10-16, 9:03 AM

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით ახალ კონკურს ”გახდი ავიატორი” იწყებს.

კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართულობა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ინდივიდუალური და გუნდური პროექტები. კონკურსი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. წარმოდგენილ მოდელებსა და ნახატებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

კონკურსის განმავლობაში ავიაკომპანია უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს პილოტებთან, ბორტგამცილებლებთან, ავიატექნიკოსებთან.

გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპანიის და სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

აღნიშნულ კონკურსი პირველად 2007-2008 სასწავლო წელს ჩატარდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. "გახდი ავიატორში" მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა მოსწავლემ. მათ შექმნეს თვითმფრინავის მოდელები, დახატეს ნახატები და გამოთქვეს სურვილი, რომ თავიანთი მომავალი პროფესია სწორედ ავიაციას დაუკავშირონ. ორმა კონკურსანტმა საავიაციო ინსტიტუტში ჩააბარა.



შეფასების კრიტერიუმები

მოდელის
შესრულების ხარისხი;
დიზაინი;
მსგავსება რეალურ თვითმფრინავთან;

ნახატის
მხატვრულობა;
ტექნიკა;
ნოვაცია;

მოთხოვნები მოდელზე
მოდელის სიგრძე არანაკლებ 50 სმ-სა და არ უნდა აღემატებოდეს 100 სმ-ს;
მისი გაფორმება უნდა მოხდეს ავიაკომპანია ”აირზენას” ფერებში. (წითელი და თეთრი);
კილზე უნდა იყოს ავიაკოპმანიის ლოგო. (მონაწილეებს უფლება ეძლევათმოდელის სხვა ადგილებიც გააფორმონ, საკუთარი შეხედულებისამებრ);
მოდელი დამზადებული უნდა იყოს სკოლის მოწაფის ან მოწაფეებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ.(არაუმეტეს 5 კაცისა);
კონკურსში მონაწილეებს უფლება აქვთ იყოლიონ ხელმძღვანელი რომელიც გაუწევს მხოლოდ ინტელექტუალურ დახმარებას;

ნახატზე
1. ნახატის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს A4 და A3 ფორმატებს;
2. ნახატი შესრულებული უნდა იყოს სკოლის მოწაფის ან მოწაფეებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ; (არაუმეტეს 5 კაცისა)

კონკურსის ვადები

4 ოქტომბრიდან- 15 დეკემბერამდე, ნამუშევრების მიტანა შეგიძლიათ შემდეგ მისმართზე. რუსთაველის 12, მესამე სართული.
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 877 93 91 07, 893 500 741.

კარგი კონკურსია მართლაც :)) შეგძლიათ მიიღოთ მონაწილეობა :))

  დაამატა: nodo   

ნანახია: 1294 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 0
პროფილი

Www.HobbyModel.Tk

    გამარჯობა!!!   
     
 დარეგისტრირდით!ან გაიარეთ ავტორიზაცია!

სახელი
პაროლი:

მენიუ

კატეგორიები
სხვა და სხვა

გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი :))
სულ პასუხი: 676

საუკეთესო პოსტები
გემის მოდელი (ნახაზი+ახსნა+სურათები+ვიდეო) (11414)
Red Bull Soap Box (9054)
mercedes benz (8059)
პენოპლასტის ავია მოდელი (გაკვეთილი) (6714)
ორიგამის შესანიშნავი ვიდეოები (ვისწავლოთ ორიგამის ხელოვნება) (5782)
გავიხსენოთ ბავშვობა :) (4696)
უბრალო სათამაშოსაგან Rc Off-road car (4674)
პენოპლასტის Rc თვითმფრინავი დამწყებთათვის (4334)
წყლის რაკეტა (4238)
გემი ბოთლში (3762)

სიახლე ფორუმზე
  • გამართულია კი საიტი? (5)

  • ჩვენი ქმინილებანი :) (3)

  • ჩემი საყვარელი ჰობი :) (8)

  • ნებისმიერი თემა რაც გინდათ! (16)

  • WwW.HobbyModel.Tk-ს შესახებ! (0)


  • დაგჭირდება!

    ავტორები


    nodo
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 270
    კომენტარი:301


    toka
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 39
    კომენტარი:33


    giorgi1997
    ჯგუფი: მეგობარი
    პოსტი: 23
    კომენტარი:147


    iurchika
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 17
    კომენტარი:26


    stalemate3
    ჯგუფი: მომხმარებელი
    პოსტი: 8
    კომენტარი:25