RSS 2024-04-24, 11:20 AM

მთავარი » ფაილები » გაკვეთილები » how its made

როგორ დავამზადთ კონტროლერები
  2011-02-26, 5:34 PM

დავიწყებ იმით რომ ეს მოწყობილობა გამოგადგებათ თუ თვითმფრინავს აწყობთ. თვითმფრინავში გამოგადგებათ როგორც საჭის ან ელევატორების კონტროლერად. ასევე შეგიძლიათ იგივე პრინციპი ნებბისმიერ რამეში გამოიყენოთ :) არ არის რთული მაშ დავიწყეთ :)

1) უნდა დავახვიოთ მავთული ისე რომ მივიღოთ კოჭა. მავთული რაც შეიძლება წვრილი და ბევრი ხვია. მასალა შეიძლება იყოს სპილენძი (ყოველშემტხვევაში ყველაზე იოლი საშოვნელია და ყველაზე ხშირად გამოიყენება მსგავს შემტხვევებში) ვახვევთ რაიმე რგოლზე სასურველ ზომამდე შემდეგ რაზეც ვახვევდით იმას მოვაძრობთ და მივიღებთ ჩვეულებრივ კოჭას ორი ტავით(მავთულით) კუთხეებში შეკრავთ წვრილი იზოლენტით რომ არ დაიშალოს და მზადაა. (მავთული შეგიძლიათ მოიპოვოტ ელ.ადაპტორებიდან)

2) როგორც ვიცით კოჭაში ელ დენის გატარებისას წარმოიქმნება მაგნიტური ველი სწორედ ეს მაგნიტური ველი დაგვეხმარება ყველაფერში :))

3)თუ ამ მაგნიტურ ველში მოვათავსებთ მაგნიტს მივიღებთ სტატორის და როტორის მსგავს რამეს რაც გამოყენებულია ელ.ძრავებში.  სურათი არი ზედხედში. S და N არის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები როგორც მაგნიტის ველის ასევე ელ.ველის მაგნიტური ველის. (მეც ვერ აგიხსნით ფიზიკურ ენაზე :) მოკლედ გასაგებადაა ყველაფერი მტავარია პრაქტიკაში ივარგოს ტეორია დაიკიდეთ :)

4) შემდეგ იმ ადგილას სადაც გვინდა დამონტაჟება ვაკეთებთ მსგავს კონსტრუქციას. ლიტონის ან მავთულის რგოლი დახვეული მაგნიტზე და შემდეგ მიმაგრებული ან საჭეზე ან სადაც გინდათ. სურათზე კარგად ჩანს სიტყვებით ძნელი ასახსნელია.

ამ შემთხვევაში მაგნიტის და სინის რგოლი ერთმანეტთან დაკავშირებულია სილიკონის წებოთი.

5) სულ ესაა. თქვენ ამას შეგიძლიათ მიცეთ სასურველი ფორმა და სასურველ ადგილას დაამაგროთ. ინდივიდუალურია ყველაფერი. მუშაობის პრინციპი არის ის რომ როდესაც გავა დენი კოჭაში მაგნიტი განიზიდავს კოჭას და გადაიხრება ერთ მხარეს ხოლო როდესაც დენის მიმართულებას შევცვლით მეორე მხარეს განიზიდავს და მეორე მხარეს შემოტრიალდება :)  უპირატესობა არის, რომ არ საჭიროებს ბევრ მასალას და მსუბუქია :)  აი რამოდენიმე სურათიც.

 

ესეც ასე ერთი მშვენიალური პოსტი ჩემ სახელზე. შემიფასეთ :)

  დაამატა: nodo   

ნანახია: 2613 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 8
0  
8 mishka   (2012-08-07 0:23 AM) [Entry]
მასალად მაგნიტი და სპილენძი უნდა ?