პროექტი რომელიც არ დაფინანსდა - ნახაზები და კონსტრუქციები <!--if(ავია მოდელები)-->- ავია მოდელები<!--endif--> - WwW.HobbyModel.Tk - .
RSS 2016-12-03, 3:18 AM

მთავარი » ფაილები » ავია მოდელები » ნახაზები და კონსტრუქციები

პროექტი რომელიც არ დაფინანსდა
  2015-01-19, 1:11 PM

ამ პოსტში ვისაუბრებ ჩემს პროექტრზე რომელიც გავიტანე "დავინჩის" ტურნირზე.

და ბოლოს ჩემი შექმნილი აპარატი, რომელიც ყველანაირად მქონდა "შემოსილი" იმისთვის რომ მზის რადიაცია მასში არ შესულიყო, (რომელიც გაუძლებდა +-100 გრადუსს..)  გადააგდეს ნაგავში ძალიან მარტივილი ხელის მოქნევით.. ძალიან სამწუხაროა რომ ასე დასრულდა ჩემი წვალება.
ჩემი პროექტის/კონსტრუქციის რომელიც მოისროლეს ნაგავში, მისი მიზანი იყო შემდეგნაირი:
პირველად!!! საქართველოში!!! კავკასიაში!!! აფრენილიყო კოსმოსში, გადაეღო სურათები 3D-4D და დაბრუნებულიყო. ამით იმის დამტკიცება მსურდა, რომ ჩვენ არ ჩამოვუვარდებით გონებით სხვა ქვეყნებს, რომლებიც მუდმივად ასრულებენ ფრენებს კოსმოსში... და რომ ჩვენც შეგვიძია შევქმნათ ისეთი რამ რაც სხვას.. და უკეთესიც რა თქმა უნდა! 
ახლა კი პროექტის უფრო გავრცობილი აღწერა, თუ როგორ უნდა აფრენილიყო "თანამგზავრი" და ჩამორენილიყო მშვიდობით ისე რომ ჩვენ გვეპოვა ის აპარატი;

"G.A.I.G." (Georgian aircraft inventors group)
მგეხსენებათ ყველას თუ რატომ ფრინდებიან საჰაერო ბურთები მაღლა, მასში თბილი ჰაერია.. და შეუძლიათ ძალიან დიდ მანძილზე აფრენა.
აქედან გამომდინარე, ამ აპარატს ზემოდან დავუყენებდი დიდ ბურთს (საჰაერო ბურთს) რომელიც იქნებოდა დატენილი თბილი აირით, და აწევდა მას კოსმოსამდე. (ზუსტად იმ ადგილას საიდანაც უკვე ჩანს დედამიწის სიმრგვალე) შემდგომ ის გადაიღებდა სურათებს, (4k) რომლებსაც ჩვენ თვითონ დავამუშავებდით და შევქმნიდით 3D და 4D სურათებს. (ამავდროულად ის ვიდეოსაც გადაიღებდა ზუსტად ასვლის მომენტიდან დაშვების მომენტამდე)

გაგიჩნდებოდათ ალბათ შეკითხვა, როცა აფრინდება ფრენის ტრაექტორია რომ შეიცვალოს? (ქარიან ამინდში) ავაფრენთ მზიან ამინდში... კიდე ჩნდება ერთი შეკითხვა, ტურბულენტობა რომ შეხვდეს გზაში მიმართულებას ხომ შეიცვლის? ამაზეც მაქვს პასუხი, ავაფრენთ იმ ადგილიდან სადაც არ არის ტურბულენტობის საშიშროება. 
კიდევ ჩნდება ერთი შეკითხვა, რომ აფრინდება და დაეშვება წარმატებით, როგორ ვიპოვოთ მისი ადგილმდებარეობა? ამ შემთხვევაშ ჩვენ მას ვუყენებთ GPS მოყწობილობას რომლითაც მივიღებთ პირდაპირ  და ზუსტ კოორდინატებს მისი მდებარეობის შესახდებ. (ასე რომ აღარ დაგვჭირდება თავის ტეხვა მისი ტრაექტორიის გამოსათვლელად) 

ალბათ დამეთანხმებით რომ ასეთი შრომის წყალში გადაყრა ნამდვილად არ არის მშრომელისთვის მისაღები, მე მასზე ღამეებს ვათენებდი და ყველაფერს მილიმეტრამდე სიზუსტით ვაწყობდი და ვქმნიდი. და ერთ დღესაც გახარებულმა წავიღე ჩემი ნაშრომი "დავინჩის" პროექტში. შემდგომ დღეს კი მირეკავდნენ დავინჩის პროექტიდან და სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, ვიცოდი რომ ჩემი პროექტი მეორე ტურში მაინც გადავიდოდა მაგრამ ამაოდ. დამირეკეს იმის სათქმელად რომ ჩემს ნაშრომს ნაგავს გააყოლებდნენ თუ არ წავიღებდი იმ დღესვე. მეც ვუთხარი ცხელ გულზე მოისროლეთ ნაგავში თქვენი სამუშაოა მაინც ეგ. 

 


გმადლობთ ყურადღებისთვის! (G.A.I.G. GEORGIA AVIATION INVENTORS GROUP)
პ.ს. ჩვენს ჯგუფში გაწევრიანება ნებისმიერს შეუძლია.

  დაამატა: iurchika   

ნანახია: 244 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 3
0  
3 iurchika   (2015-01-23 6:23 PM)
"დახვეწა ჭირდება" -კი ბატონო შემომთავაზე იდეები.
" ადგილი სადაც ტურბულენტიბა არაა იშვიათია" - გეთანხმები საქართველო ხომ მთიანი ქვეყანაა. ზუსტად იმ ადგილიდან უნდა გაიშვას სადაც არ არის ტურბულენტობა.
"ასევე ცხელი ჰაერი არაა კარგი იდეა" -ვერ დაგეთანხმებოდი. ზოგადად თბილ აირში მოისაზრება როგორც ჰელიუმი, ასევე გაზი, ასევე წყალბადი და ა.შ. ის ხომ იგივე მსუბუქი აირია? (ხოლო ჩემო მეგობარო რაც შეეხება კოსმოსში სიცივეს კოსმოსში ტემპერატურა არ არსებობს.) მაგრამ ჰელიუმი საქართველოში ძალიან ძვირი სიამოვნებაა როგორც წყალბადი, უნდა ჩამოვიტანოთ ბალონებში დატენილი რაც ნამდვილად დიდ ხარჯებს მოითხოვს :(
"ასევე უმჯობესი იქნება ორი პროპელერი დაუყენო" ალბათ გამოგრჩა ის ფაქტი რომ რაც უფრო მაღლა ავდივართ მით უფრო მცირდება ჰაერის მოლეკულების რაოდენობა. ელ ძრავების გაკონტროლება 150 კმ მეტ სიმაღლეზე წარმოუდგენელია. ესეც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (ერთარდერთი ყველაზე დიდი პრობლემაა მეტეორიტი, იმედი მაქვს კოსმოსური ნაგავი ან მეტეორი არ დაეცემა ჩვენს პროექტს)

"ცხელი ჰაერი იქნება და იქნება ანუ სულ ზევით და ზევით ავა." არა ის ხომ ცხელდება? ანუ საჰაერო ბუშტს ვუყენებ, დახურული სივრცე კი არ იქნება//
აპარატს ზემოდან დავუყენებ პატარა გაზის აპარატურას რომელიც სითბოს მუდმივად მიაწოდებს ბუშტს, დავუყენებთ ტაიმერს და რაღაც გარკვეული დროის შემდგომ ის შეწყვეტს თბილი აირის მიწოდებას. შემდგომ კვლავ გაანახლებს რაღაც დროის შემდგომ თბილი აირის მიწოდებას მცირე ოდენით რომ აპარატი არ დაიმსხვრეს.

ეს ისე დავწერე ლაითად, ყველა იდეა მაქვს გათვალისწინებული პროექტში 40 გვერდიანი გამომივიდა ყველა მოსალოდნელი პრობლემა დეტალურად მაქვს განხილური, (ზუსტად ეგ ნაწერები გადავუგზავნე და ვინჩის ტურნირს)

0   Spam
2 irakli   (2015-01-23 2:19 PM)
არაა ცუდი პროექტი. მარა დახვეწა ჭირდება. ადგილი სადაც ტურბულენტიბა არაა იშვიათია. ასევე ქარიანი ამინდი მარტო ზაფხულში არაა შემოდგომაზე და აზაფხულზე გაჭირდება გაშვება. ასევე ცხელი ჰაერი არაა კარგი იდეა რადგან ღა კოსმოსში ცივა რაც გააციებს ცხელ ჰაერს და ღია კოსმოსამდე ვერც მიაღწევს. ჩემი აზრით ჰელიუმით ან სხვა მსუბუქი აირით გაბერვა ჯობს. ასევე უმჯობესი იქნება ორი პროპელერი დაუყენო ურთიერთ პერპენდიკულარულად გვერდებზე (X და Y ღერძზე) ქარის შემთხვევაში რომ აკონტროლო. და ისიც საკითხავია როგორ შამოვა რადგან შენი თქმიტ ცხელი ჰაერი იქნება და იქნება ანუ სულ ზევით და ზევით ავა.

0  
1 iurchika   (2015-01-19 1:13 PM)
მართალია, ეს პროექტი არ არის საავიაციო დანიშნულების უფრო სამეცნიეროა.. და აქედან გამომდინარე მაინც არ დაფინანსდა პროექტი.
რატომაც უფრო ბანალურ და უკვე შექმნილი პროექტებს აფინანსებენ.

პროფილი

Www.HobbyModel.Tk

    გამარჯობა!!!   

 დარეგისტრირდით!ან გაიარეთ ავტორიზაცია!

სახელი
პაროლი:

მენიუ

კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ნახაზები და კონსტრუქციები
ნაწილები

ძებნა

გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი :))
სულ პასუხი: 664

საუკეთესო პოსტები
Red Bull Soap Box (7684)
გემის მოდელი (ნახაზი+ახსნა+სურათები+ვიდეო) (5620)
პენოპლასტის ავია მოდელი (გაკვეთილი) (4939)
mercedes benz (4885)
ორიგამის შესანიშნავი ვიდეოები (ვისწავლოთ ორიგამის ხელოვნება) (3425)
უბრალო სათამაშოსაგან Rc Off-road car (2858)
პენოპლასტის Rc თვითმფრინავი დამწყებთათვის (2684)
წყლის რაკეტა (2610)
top 10 cars in 2010 (2400)
3D სათვალის დამზადება (2166)

სიახლე ფორუმზე
  • გამართულია კი საიტი? (5)

  • ჩვენი ქმინილებანი :) (3)

  • ჩემი საყვარელი ჰობი :) (8)

  • ნებისმიერი თემა რაც გინდათ! (16)

  • WwW.HobbyModel.Tk-ს შესახებ! (0)


  • დაგჭირდება!

    დაამატე პოსტი!!!

    ავტორები


    nodo
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 270
    კომენტარი:301


    toka
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 39
    კომენტარი:33


    giorgi1997
    ჯგუფი: მეგობარი
    პოსტი: 23
    კომენტარი:147


    iurchika
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 17
    კომენტარი:26


    stalemate3
    ჯგუფი: მომხმარებელი
    პოსტი: 8
    კომენტარი:25

    სტატისტიკა
    web site analyser
    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

     ჩვენ გვყავს 269 მომხმარებელი!
    .
    Free Web Counters