RSS 2024-03-28, 10:34 PM

მთავარი » ფაილები » მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები » მეცნიერება და ტექნიკა

რობოტი ცოცხალი ტვინით
  2011-01-27, 8:48 PM


ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომლის ტვინი შედგება ვირთხის ნეირონებისგან. გორდონის (ასე დაარქვეს რობოტს) ცოცხალი ტვინი თავის მექანიკურ სხეულს ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება.

5–10 ათასი ნეირონი, რომლისგანაც გორდონის ტვინი შედგება, ამოიღეს ვირთხის ემბრიონისგან. შემდეგ ფერმენტული დამუშავების გზით ერთმანეთს დააშორეს და მოათავსეს კვებით გარემოში, სადაც ნეირონების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ოპტიმალური პირობებია დაცული. ამავე კაფსულაში მოთავსებულია 60 ელექტროდი, რომლებიც აკავშირებენ ცოცხალ და მექანიკურ ნაწილებს. ელექტროიმპულსი, რომელიც წარმოიქმნება ნეირონში, ელექტროდის მეშვეობით გარდაიქმნება სიგნალად, რომელიც ამუშავებს გორდონის შესაბამის სტრუქტურულ ნაწილს.

ნეირონების გორდონის „თავში" მოთავსებიდან 24 საათის შემდეგ მათ შორის წარმოიქმნა მრავალრიცხოვანი იმპულსები, ხოლო ერთ კვირაში გორდონმა პირველი მექანიკური აქტიურობის გამოვლენა დაიწყო.

რობოტის ერთ–ერთი შემქმნელის, რიდინგის უნივერსიტეტის მეცნიერის– კევინ უორვიკის თქმით, გორდონს დამოუკიდებლად სწავლაც შეუძლია. იგი არ იმართება „გარე" ბრძანებებით. მეცნიერები ცდილობენ შექმნან გორდონის „სწავლების" ოპტიმალური ტექნოლოგია. ეს ძირითადად მოიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ბლოკავენ ან აძლიერებნ სხვადასხვა იმპუსლებს.

გორდონის შემქმნელებმა გამოიყვანეს რამოდენიმე „ტვინი" რობოტისათვის. სხავდასხვა „ტვინის" მოთავსებით მათ შეუძლიათ ცვალონ გორდონის „პიროვნება". იგი შეიძლება იყოს ჭკვიანია, ჯიუტი, აქტიური, ზარმაცი.

ბიორობოტის შექმნის მიზანი არის ტვინში მეხსიერების შენახვის მექანიზმის შესწავლა. ასევე იმედოვნებენ, რომ ამ ნეირონებზე დაკვირვებით შეძლებენ შეიმუშაონ ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა პარკისონისა და ალცჰეიმერის დაავადებები.

მეცნიერები შორს არიან იმ აზრისგან, რომ როდესმე შეძლებენ გორდონის „ტვინში" ვირთხის ნეირონების ნაცვალდ ადამიანის ნეირონები მოათავსონ. ის ორგანიზაციები, რომლებიც არეგულირებენ მეცნიერული ექსპერიმენტების ეთიკურობასა და მორალურობას, არასდროს დართავენ ადამიანის უჯრედების გამოყენების ნებას. მაგრამ ეს არ ამცირებს ამ ექსპერიმენტის მნიშვნელობას, რადგან ვირთხისა და ადმიანის ტვინს შორის განსხვავება ნერვული უჯრედების რაოდენობაშია – ვირთხის ტვინში დაახლოებით მილიონი ნერვული უჯრედია, ადამიანისაში კი – ასი მილიარდი.

წყარო: უცნაური

  დაამატა: stalemate3   

ნანახია: 1184 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 1
0  
1 davida1   (2011-08-22 3:58 PM) [Entry]
აუ მეზარება და თუ ვინმემ წაიკითხეთ მითხარით ღირს თუ არა წაკითხვა? papa papa yes