ბარსელონაში გამართულ კონგრესზე კომპანიებმა Sagem Wireless და Puma,
მობილური აპარატებით დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგინეს Puma Phone.
აპარატში ჩაწერილია პუმას საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ვარჯიშში და აქტიურ დასვენებაში დაეხმარება მომხმარებელს. ტელეფონში ჩამონტაჟებულია ელექტრონული კომპასი, ჯი–პი–ესი, ნაბიჯების გამზომი, წამზომი, აქსელერომეტრი, 3,2 მეგაფიქსელიანი კამერა რომელიც იმახსოვრებს, თუ სად არის გადაღებული ესა თუ ის სურათი, ეფ–ემ რადიო და ბლუთუზი. მისი ეკრანის დიაგონალი 2,8 დუიმია. აპარატის უკან ხუფზე განთავსებულია ე.წ. მზის პანელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტელეფონის დამუხტვა.
|