NASA-ს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მისია - მეცნიერება და ტექნიკა <!--if(მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები)-->- მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები<!--endif--> - WwW.HobbyModel.Tk - .
RSS 2016-12-03, 1:14 AM

მთავარი » ფაილები » მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები » მეცნიერება და ტექნიკა

NASA-ს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მისია
  2010-04-29, 6:36 PM

Image.geotorrents.com

ალბათ ყველას გაგიგონიათ რა არის NASA, რა დანიშნულების და მიზნების ორგანიზაციაა. ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სააგენტო NASA–მ პირველად დაიწყო მუშაობა (NASA-National Aeronautics and Space Administration).


იგი 1958 წელს შეიქმნა აშშ–ს კონგრესის გადაწყვეტილებით. ამ 50 წლის მანძილზე, NASA–ს ბევრი დამარცხება და ბევრად უფრო მეტი გამარჯვება ხვდა წილად. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი იარაღი დაა ფლაგმანი კოსმოსურ რბოლაში (Space Race) საბჭოთა კავშირთან. კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხებში საბჭოეთის პიონერობა და წარმატებები აღმოჩნდა ის კატალიზატორი ამერიკისთვის, რომელმაც სათავე დაუდო დღეისათვის ისეთ ძლიერ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს როგორიცაა NASA, რომელსაც თავისი მაშტაბურობითა და პროექტების გრანდიოზულობით ვერ შეედრება ვერც ერთი ევრაზიული კოსმოსური ცენტრი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა NASA–ს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი კოსმოსური მისია:

10. პირველი ნაბიჯები: Explorer 1

50 წელი გავიდა ამ მისიის შემდეგ… 1958 წლის 31 იანვარს კოსმოსში გაშვებულ იქნა პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი Explorer 1. ის კოსმოსში გაიყვანა რაკეტამ Juno I. თანამგზავრმა კოსმოსში დაახლოებით 100 დღე დაჰყო და გამოიკვლია დედამიწის მიმდებარე რადიაციული სარტყელი, რომელსაც მოგვიანებით Van Allen–ის რადიაციული სარტყელი ეწოდა.

Image.geotorrents.com

Explorer 1, მარჯვნიდან პირველი Wernher von Braun (თანამედროვე რაკეტების პიონერი)

9. პირველი ამერიკელი კოსმოსში: Freedom 7

როგორც იცით, კოსმოსში ადამიანის გაგზვნაში პიონერობა ისევ საბჭოთა კავშირს ერგო (იური გაგარინი – 12 აპრილი1961, ხომალდი Восток) რასაც არ შეეგუა ამერიკა და თითქმის ერთ თვეში, 1961 წლის 5 მაისს, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა კოსმონავტი Alan Shepard. შეფარდმა სულ 15 წუთი იფრინა, განსხვავებით გაგარინისგან, რომელმაც კოსმოსში 1 საათი და 48 წუთი დაჰყო.

Image.geotorrents.com

Freedom 7

8. Voyagers’ Grand Tour

"Grand Tour” – სწორედ ასე შეფასდა NASA–ს მიერ Voyager–ების მისია კოსმოსში. ამ პროექტში შევიდა ორი ავტომატური კოსმოსური სადგური Voyager 1 და Voyager 2. მისიაში, რომელმაც 1977 წელს აიღო სტარტი, გათვალისწინებული იყო 12 წლიანი ფრენა კოსმოსში პლენეტებისკენ: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ვოიაჟერებმა შესანიშნავი სურათები გამოგზავნეს კოსმოსიდან აღნიშნული პლანეტების შესახებ. მისია იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ Voyager–ებს ბორტზე ჰქონდათ ფოტოსურთები და ხმოვანი ჩანაწერები დედამიწიდან, განკუთვნილი უცხოპლანეტელებისათვის…

Image.geotorrents.com

Voyager

7. Apollo 8, Apollo 13

მისიამ სტარტი აიღო 1968 წლის 21 დეკემბერს. Apollo 8–მ, რომლის ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგებოდა, პირველად კოსმოსურ ერაში შემოუარა მთვარეს და მეტად მნიშვნელოვანი ფოტოსურათებით დაბრუნდა დედამიწაზე. Apollo 8–ს პილოტი Jim Lovell, შემდგომში, 1970 წლის აპრილში მეთაურობდა ხომალდს Apollo 13. მისიის მიზანი იყო ადამიანების მესამედ გასხდომა მთვარის ზედაპირზე, თუმცა მცირე აფეთქებამ იძულებული გახადა ისინი, უარი ეთქვათ მისიაზე და მთვარის მოდული გამოეყენებინათ "მაშველ რგოლად” და ისე დაბრუნებულიყვნენ დედამიწაზე.

Image.geotorrents.com

Apollo Mission

6. მარსის მკვლევარები: Spirit და Opportunity

წინა მსგავსი, წარმატებული მისიისგან (Viking 1 და 2) გათამამებულმა მეცნიერებმა ნასადან, გადაწყვიტეს მარსისკენ გაეშვათ ანალოგიური ხომალდები, გაზრდილი ტექნიკითა და შესაძლებლობებით… და მართლაც, Spirit და Opportunity გახდნენ ის რობოტები, რომლებმაც დაადასტურეს რომ წარსულში მარსზე წყალი არსებობდა. გარდა ამისა, მათ სეისწავლეს და გამოიკვლიეს მარსის კრატერები და პლანეტაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტები.

Image.geotorrents.com

Spirit & Opportunity

5. Challenger–ის ტრაგედია

1981 წელს ექსპლუატაციაში შევიდა იმ დროისთვის ტექნიკის უმაღლესი მიღწევა: მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Shuttle. მისი გამოყენებით დაიწყო ახალი ერა კოსმოსის კვლევაში, რადგან ეს ხომალდი მრავალჯერადი გამოყენების იყო, კონსტრუქტორებს აღარ უხდებოდათ ყოველი ახალი მისსისთვის ახალი ხომალდის აგება. თუმცა 1986 წელს, ხომალდ Challenger–ის აფრენიდან რამდენიმე წუთში, მოხდა აფეთქება, რომელმაც ტრაგიკულად იმსხვერპლა ხომალდის ეკიპაჟი, მათ შორის New Hampshire–ის სკოლის მასწავლებელი Christa McAuliffe, რომელსაც ორბიტიდან უნდა ჩაეტარებინა ღია გაკვეთილი. აღნიშნული გახდა მიზეზი შატლის პროექტის 2 წლით დახურვისა. უნდა აღინიშნოს, რომ Challenger არ იყო პირველი აფეთქებული NASA–ს ხომალდი. 19 წლით ადრე, 1967 წელს, სასტარტო ტესტის დროს აფეთქდა ხომალდი Apollo 1, რომელმაც სამწუხაროდ სამი კოსმონავტის სიცოცხლე შეიწირა.

Image.geotorrents.com

ხომალდ Challenger–ის ეკიპაჟი

4. დიდი კოსმოსური ობსერვატორია: The Hubble Space Telescope

1990 წლის აპრილი… ყველამ იცით რა არის Hubble არა? სამყაროზე თუ რამე წარმოდგენა გვაქვს და თუ ცოტა კოსმოსის სიღრმეებში შეგვიჭყეტია, ამ საქმეში Hubble–ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის! მაგრამ რაც არ უნდა კურიოზულდ ჟღერდეს, თავის დროზე Hubble ითვლებოდა დიდ წარუმატებლობად და წყალში გადაყრილ ფულად. ეს კი იმიტომ, რომ როცა Hubble ორბიტაზე გაიყვანეს, მას მთავარი სარკე დაუზიანდა, რაც კატასტროფულად ამახინჯებდა მიღებულ გამოსახულებას, მაგრამ ნასამ გააგზავნა ასტრონავტების ჯგუფი, რომლებმაც ღია კოსმოსში შეარემონტეს Hubble და აგერ უკვე 18 წელია რაც ეს კოსმოსური ობსერვატორია კაცობრიობის სამსახურში დაუღალავად დგას

Image.geotorrents.com

Hubble

3. Columbia–ს ტრაგედია

ეს ტრაგედია 2003 წლის 1 თებერვალს მოხდა. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდივე წევრი. ტრაგედიის მიზეზი გახდა შატლის აფრენისას მიღებული დაზიანება, რომელიც ფატალური აღმოჩნდა ხომალდის დაშვებისას ატმოსფეროს მკვრივ ფენებში ფრენის დროს. ძლიერმა ტემპერატურამ შეაღწია დაზიანებული ფრთის მონაკვეთიდან, რამაც გამოიწვია აფეთქება. აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ, კი NASA–მ შეიმუშავა უშუალოდ ფრენის დროს, შატლის შესაკეთებელი მეთოდები და იარაღები. საერთოდ კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2010 წლისთვის დარჩენილი 3 შატლის ექსპლუატაციიდან მოხსნაზე.

Image.geotorrents.com

ხომალდ Columbia-ს ეკიპაჟი

2. ქალაქი კოსმოსში: საერთაშორისო კოსმოსური სადგური (The International Space Station)

The International Space Station, შემოკლებით ISS – $100 მილიარდის (!) ღირებულების საერტაშორისო პროექტი. პროექტის მონაწილეებია არიან NASA, რუსეთი, კანადა, იაპონია და ევროპის ქვეყნები. სადგურის მშენებლობა დაიწყო 1998 წელს. მისი დამთავრება ნავარაუდებია 2010 წლისთვის და სავარაუდოდ ის 6 ადგილიანი იქნება (ამჟამად 3 ადგილიანია), ისე კი არ დაგავიწყდეთ, ამ საქმეშიც რუსებმა დაასწრეს აშშ–ს, გაგიგიათ ალბათ რუსული საერთაშორისო კოსმოსური სადგური Мир-ი.

Image.geotorrents.com


International Space Station

და ბოლოს… კაცობრიობის უდიდესი და უგრანდიოზულესი პროექტი და მისია, დამსახურებული პირველადგილოსანი:

1. Apollo 11: ადამიანი მთვარეზე!

მართალია თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ამ მოვლენას არ დაუკარგავს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და არც მომავალში არ დაკარგავს. 1969 წლის 20 ივლისი… ასტრონავტები Neil Armstrong და Buzz Aldrin გახდნენ ამ უდიდესი მისიის შემსრულებლები. მესამე ასტრონავტი Michael Collins დარჩა მთვარის ორბიტაზე, რათა იქიდან კოორდინაცია გაეწია მეგობრებისთვის. Neil Armstrong: "”That’s one small step for (a) man, one giant leap for mankind”… ვერაფერს იტყვი, მართლაც რომ ასეა

Image.geotorrents.com
Neil Armstrong, Michael Collins, Edwin (Buzz) Aldrin Jr.

NASA მთვარეზე კოსმონავტების გაგზავნას გეგმავს 2020 წლისთვის, მანამდე კი დასრულდება საერთაშორისო კოსმოსური სადგური და წარმოებაში შევა ახალი ტიპის რაკეტები Ares I და Ares V, Orion–ეკიპაჟის კაფსულა და Altair lander–ი.

წყარო: ucnauri.com

  დაამატა: nodo   

ნანახია: 680 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 0
პროფილი

Www.HobbyModel.Tk

    გამარჯობა!!!   

 დარეგისტრირდით!ან გაიარეთ ავტორიზაცია!

სახელი
პაროლი:

მენიუ

კატეგორიები
მეცნიერება და ტექნიკა

ძებნა

გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი :))
სულ პასუხი: 664

საუკეთესო პოსტები
Red Bull Soap Box (7684)
გემის მოდელი (ნახაზი+ახსნა+სურათები+ვიდეო) (5620)
პენოპლასტის ავია მოდელი (გაკვეთილი) (4938)
mercedes benz (4885)
ორიგამის შესანიშნავი ვიდეოები (ვისწავლოთ ორიგამის ხელოვნება) (3425)
უბრალო სათამაშოსაგან Rc Off-road car (2858)
პენოპლასტის Rc თვითმფრინავი დამწყებთათვის (2684)
წყლის რაკეტა (2610)
top 10 cars in 2010 (2400)
3D სათვალის დამზადება (2166)

სიახლე ფორუმზე
  • გამართულია კი საიტი? (5)

  • ჩვენი ქმინილებანი :) (3)

  • ჩემი საყვარელი ჰობი :) (8)

  • ნებისმიერი თემა რაც გინდათ! (16)

  • WwW.HobbyModel.Tk-ს შესახებ! (0)


  • დაგჭირდება!

    დაამატე პოსტი!!!

    ავტორები


    nodo
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 270
    კომენტარი:301


    toka
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 39
    კომენტარი:33


    giorgi1997
    ჯგუფი: მეგობარი
    პოსტი: 23
    კომენტარი:147


    iurchika
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 17
    კომენტარი:26


    stalemate3
    ჯგუფი: მომხმარებელი
    პოსტი: 8
    კომენტარი:25

    სტატისტიკა
    web site analyser
    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

     ჩვენ გვყავს 269 მომხმარებელი!
    .
    Free Web Counters