RSS 2024-03-29, 5:42 PM

მთავარი » ფაილები » მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები » მეცნიერება და ტექნიკა

BMW M5 2010
  2010-06-08, 7:55 PM


კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარადგინა სედან BMW 5-ის ახალი თაობა. ამ ავტომობილმა მიიღო ძარის ახალი დიზაინი და ახალი პლატფორმა, მისი მსოფლიო დებიუტი კი 2010 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე შედგება.BMW-ეს "ხუთიანს" საფუძვლად უდევს BMW 7-ის 10 სანტიმეტრით დამოკლებული პლატფორმა, ადაპტირებული შასით (ამორტიზატორების სიხისტე რეგულირდება ელექტრონულად). წინამორბედთან შედარებით, ახალი თაობის BMW 5-ის თვლების ბაზა რვა სანტიმეტრით დიდია, თვითონ ავტომობილი კი 58 მილიმეტრით გრძელი, 18 სმ-ით დაბალი და 14 სმ-ით განიერი, შედეგად წინა და უკანა სავარძლებს შორის მანძილი 13 მილიმეტრით გაიზარდა. ავტომობილის ძარის კონსტრუქციასა და საკიდარში ალუმინის აქტიური გამოყენებისა და ძრავის მდებარეობის შეცვლის ხარჯზე ახალ "ხუთიანს" გააჩნია წონის იდეალური გადანაწილება ღერძებს შორის 50/50. როგორც მწარმოებლები ამბობენ ახალი შასის წყალობით BMW 5-ს ისეთივე მართვადობა იქნება, როგორც კომპაქტური "სამიანს". ძრავთა გამა დაწყება 184-სიმძლავრის დიზელით 520d (380 ნმ.), რომელსაც შეავსებს ორი სამლიტრიანი აგრეგატი 204 და 245 ცხენის ძალით. ბენზინის აგრეგატები "იწყება" ორი 204 და 258 ცხ/ძ. სიმძლავრის 3-ლიტრიანი ატმოსფერული "ექვსიანით", მისი ტურბოვერსია კი (ერთი დამჭირხვნელითა და საწვავის პირდაპირი შეფრქვევით) 306 ცხენის ძალას ავითარებს. ტოპ-აგრეგატის – 407 ცხ/ძ. სიმძლავრის, 4,4-ლიტრიანი რვაცილინდრიანი ბიტურბომოტორის წყალობით 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს სედანი 5 წამში აღწევს. ტრანსმისიები – ან ექვსსაფეხურიანი "მექანიკა", ან ახალი რვასაფეხურიანი "ავტომატი", მისი დებიუტი ბოლო თაობის BMW 7-ზე შედგა. BMW 5-ის სიახლეებია – პარკირების სისტემა კამერით, რომელიც უზრუნველყოფს 360 გრადუსიან ხილვადობას, საგზაო ხაზის გადაკვეთის გამაფრთხილებელი სისტემა, მკვდარი ზონების კონტროლის სისტემა, პროექციული დისპლეი, აგრეთვე ღამის ხედვისა და ფეხით მოსიარულეთა გარჩევის სისტემა. სალონში თანამედრომე BMW-ებისათვის ტრადიციული მინიმალიზმია, თუმცა ცენტრალური კონსოლი "ხუთიანში" ოდნავ მობრუნებულია მძღოლისაკენ (შვიდი გრადუსით), ხოლო iDrive სისტემა ახალი, მეოთხე თაობისაა.














  დაამატა: toka   

ნანახია: 1391 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 1
+1  
1 nodo   (2010-06-08 8:06 PM) [Entry]
bmw forever ra :)