origam histori - ქაღალდის ნაკეთობები! <!--if(ორიგამი)-->- ორიგამი<!--endif--> - WwW.HobbyModel.Tk - .
RSS 2016-12-03, 8:40 PM

მთავარი » ფაილები » ორიგამი » ქაღალდის ნაკეთობები!

origam histori
  2010-03-12, 9:08 PM
ორიგამი ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება.

ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან ხელით მზადდებოდა , ამიტომ ის გამოიყენებოდა განსაკურთებულ ვითარებაში , უფრო მეტად რელიგიურ დღეებში . ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად აკავშირებდნენ ღმერთებთან, მაგალითად ერთ ერთი რიტუალით ქაღალდისგან აკეთებდნენ პატარა კოლოფს (სანბო), რომელშიც დებდნენ თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს , ამ კოლოფით იაპონელები შინტოისტურ ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა იაპონელებში ქაღალდის ფიგურების და რელიგიის მისტიური კავშირი. რასაც მოჰყვა ისეთი უნიკალური და სფეციფიკური ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიც არის – ორიგამი.

კამაკურის პერიოდიდან (1185 – 1333 წ.წ.) ქაღალდის ნაკეთობები ადგილს იკავებს უკვე საიმპერატორო კარზე და არისტოკრატულ საზოგადოებაშიც. ორგიამის გაკეთება სავალდებულო ჟესტად ითვლებოდა, და ის ვინც კარგად დაეუფლებოდა ამ ხელოვნებას მიიჩნეოდა უაღრესად განათლებულ და დახვეწილ მანერების მქონე პიროვნებად. ორიგამის ფიგურებს იყენებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობით. მაგალითად წერდნენ წერილს და შემდეგ ამ წერილით აკეთებდნენ სხვადასხვა ფიგურებს, მაგალითად : პეპელას , ჩიტის და ყვავილის ფორმა მეგობრობის და სიყვარულის ჟესტს ნიშნავდა. ამით მათ უადვილდებოდათ გრძნობების გამოხატვა.

მომოიამას (1573 – 1603 წ.წ.) და ედოს (603 – 1867 гг.) პერიოდიდან ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება . მის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა, იქმნება მრავალი სკოლები , სადაც ასწავლიან ორიგამის გაკეთებას, ყველაზე პოპულარული ფიგურა იაპონური “წერო” (Tsuru) ორიგამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. იგი ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა. იაპონელები ამბობენ , რომ თუ გააკეთებ 100 ცალ Tsuru ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ ის აუცილებლად ასრულდება. იგი კეთდება ერთი მთლიანი ოთხკუთხედი ქაღალდისგან არავითარ შემთხვევაში დაჭრილი ქარალდისგან , სწორედ ამასშია მისი ორიგინალურობა. აქვე დავდებ ვიდეო ტუტორიალს Tsuru ორიგამის. იმედია ყველა ვისწავლით

XX – საუკუნეში ორიგამით დაინტერესება ქვეყნის გარეთაც ხდება , დიდი ბრიტანეთში , ჰოლანდიაში , საფრანგეთში იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები , სკოლები , დაწესებულებები და კავშირები. ორიგამის ხელოვნება იმდენად რთული და შრომატევადი ხელოვნებაა , რომ მის სასწავლებლად არსებობს სპეციალური კურსები რათა სრულყოფილად დაეუფლო ამ საქმეს. იაპონიაში დაწესებულია აგრეთვე ორიგამის დღესასწაული. ამ დღეს ყველა იაპონელი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურების გაკეთებაში.

  დაამატა: papuna   

ნანახია: 1548 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 nodo   (2010-03-12 9:11 PM)
sagol martlaaa 12 12 12 12 14

პროფილი

Www.HobbyModel.Tk

    გამარჯობა!!!   

 დარეგისტრირდით!ან გაიარეთ ავტორიზაცია!

სახელი
პაროლი:

მენიუ

კატეგორიები
ქაღალდის ნაკეთობები!

ძებნა

გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი :))
სულ პასუხი: 664

საუკეთესო პოსტები
Red Bull Soap Box (7684)
გემის მოდელი (ნახაზი+ახსნა+სურათები+ვიდეო) (5629)
პენოპლასტის ავია მოდელი (გაკვეთილი) (4939)
mercedes benz (4887)
ორიგამის შესანიშნავი ვიდეოები (ვისწავლოთ ორიგამის ხელოვნება) (3427)
უბრალო სათამაშოსაგან Rc Off-road car (2860)
პენოპლასტის Rc თვითმფრინავი დამწყებთათვის (2686)
წყლის რაკეტა (2610)
top 10 cars in 2010 (2401)
3D სათვალის დამზადება (2166)

სიახლე ფორუმზე
  • გამართულია კი საიტი? (5)

  • ჩვენი ქმინილებანი :) (3)

  • ჩემი საყვარელი ჰობი :) (8)

  • ნებისმიერი თემა რაც გინდათ! (16)

  • WwW.HobbyModel.Tk-ს შესახებ! (0)


  • დაგჭირდება!

    დაამატე პოსტი!!!

    ავტორები


    nodo
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 270
    კომენტარი:301


    toka
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 39
    კომენტარი:33


    giorgi1997
    ჯგუფი: მეგობარი
    პოსტი: 23
    კომენტარი:147


    iurchika
    ჯგუფი: ადმინისტრატორი
    პოსტი: 17
    კომენტარი:26


    stalemate3
    ჯგუფი: მომხმარებელი
    პოსტი: 8
    კომენტარი:25

    სტატისტიკა
    web site analyser
    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

     ჩვენ გვყავს 269 მომხმარებელი!
    .
    Free Web Counters