RSS 2024-04-18, 3:32 AM

მთავარი » ფაილები » გაკვეთილები » how its made

წყალხმელეთას აწყობა მარტივად!
  2010-06-09, 2:06 PM

პირველ რიგში ვინც არ იცის რას წარმოადგენს წყალხმელეთა ანუ howercrafti უყუროს ვიდეოს ;) ძალიან საინტერესო და ექსტრემალური მანქანაა!

მაშ ასე დავიწყოთ: პირველ რიგში რაც დაგვჭირდება უბრალო მოდელის დასამზადებლად: ესენია: 1)პენოპლასტის ნაჭერი 2)გადამცემი 3)ორი 3-ძრავა 4)ბატარეა 5)შნურები 6)ნაჭერი 7)სამუშაო იარაღები საწებავები და წებო არ ითვლება :)))

1)გადამცემი და სამი ძრავა შნურები და ბატარეა! ესენი ყველაფერი უბრალო პულტიანი მანქანის დაშლის შედეგად მიიღება :))) ოღონდ მანქანას მხოლოდ ორი ძრავა აქვს ერთი უნდა დაამატოთ რამენაირად! :)))

ესეც ასე ელექტროობა გვაქ :)) ახლა აგიხსნით მანქანის მუშაობის პრინციპს! ესეიგი ერთი ძრავა მოთავსებულია პლათფორმის ფსკერზე რომლის ამუშავებისას წარმოიქმნება ამზევი ძალა რის საშუალებითაც მანქანა ჰაერში ნახევრად იწევა და მსუბუქდება (ეს იმიტომ რომ წასვლა არ გაუჭირდეს და წყალში არ ჩაიძიროს)  მეორე მოთავსებულიად უკანა მხარეს და მისი ჩართვისას წარმოიქმნება გამწევი ძალა,რომელიც მანქანას წინ უბიძგებს! (ავტომობილს რომ შევადაროტ ეს არის უკანა თვლები 2wd ში) პროპელერის უკან მოთავსებულია საჭე! საჭე უნდა იყოს ცოტათი დიდი რადგან  მისი მარჯვნივ მარცხნივ შემობრუნებისას პროპლერის მიერ წამოსულ ჰაერს მიცეს სათანადო მიმართულება! რის შედეგადაც მანქანა მოუხვევს! ესეც ასე ძავები და საჭე დამონტაჟებულია :)) გადამცემი და ბატარეა ისევე უნდა დარჩეს შეერთებული როგორც პულტიან მანქანაშია! ორონდ რადგან პულტიან მანქანას აქვს მხოლოდ ორი არხი ანუ წასვლა და მოხვევა აქ კი გვაქ 3 ძრავა მაიტომ ორი ძრავა წამყვანი და ამზევი შეერთდება ერტზე ხოლო საჭე დარჩება საჭედ!

შემდეგ პლათფორმის ირგვლივ შემოკრულია ნაჭერი თქვენ თუ გეზარებათ არ შემოაკრათ :)) ეს იმიტომ არის რომ ჰაერი არ გაიბნეს! ანუ როდესაც მიწაზე დევს ჰაერის ძალით კი აიწევა მანქანა მაგრამ აწევის შემდეგ ჰაერი გაიბნევა და სათანადოტ ვერ იმუშავებს მანქანა! ამიტომ კაბის დამაგრების შემდეგ როდესაც მანქანა აიწევა კაბა ჩამოეშვება ძირს და ჰაერს აბრუნებს მხოლოდ მანქანის ვემოთ და არ მიცემს გაბნევის საშუალებას! მგონი მორჩა სულ ეს არის გარეგნული იერსახე თქვენი გადასაწყვეტია როგორიც გინდათ ისეთი გააკეთეთ! ძრავას რითიც დაამაგრებთ ამ შემთხვევაში ხითაა დამაგრებული არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! ძალიან მაგარი რამე არის ხმელეთიდან პირდაპირ გადადის წყალზე! ქობულეთში გასწორებს!

ეს არის წამყვანი ძრავა პროპელერით

ეს კი საჭე

აი დასრულებული მოდელი! გეტყვით რომ ეს მოდელი აღებულია ერთერთი საიტიდან ანუ ჩემი გაკეთებული არ არის! თუ რამე ვერ გაიგეთ დაწერეთ კომენტარებში ან კითხვა/პასუხის ბლოგში!

  დაამატა: nodo   

ნანახია: 1704 |  ჩამოტვირთვები: 0
 სულ კომენტარები: 4
0  
4 engo   (2011-04-10 4:36 PM) [Entry]
მაგარია საღოლ :)